ახალკახათში მოსახლეობის ნაწილი გზის დაგებას ითხოვს (ვიდეო)
12:42 / 04.10.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში ადგილობრივების ნაწილი ამ წუთებში აქციას მართავს.
ისინი შიდა საუბნო გზების, დაახლოებით, ორკილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. შეკრებილების მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემის მოგვარებას არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა პირობა, მათი თქმით, ამ დრომდე არ შეუსრულებიათ. აქციის მონაწილეება გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
„რას ვაშავებთ, მოგვცენ საშუალება, რამდენიმე წუთით გადავკეტოთ გზა და ასე გამოვხატოთ პროტესტი. არავინ გვაქცევს ყურადღებას“, - ამბობენ ისინი. ახალკახათელებმა გამგებელთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა, როგორც მათ უთხრეს, გამგებელი ადგილზე არ იმყოფება.
აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მივიდნენ.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები