ახალი ამბები
ახალკახათში მოსახლეობის ნაწილი გზის დაგებას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში ადგილობრივების ნაწილი ამ წუთებში აქციას მართავს. ისინი შიდა საუბნო გზების, დაახლოებით, ორკილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. შეკრებილების მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემის მოგვარებას არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა პირობა, მათი თქმით, ამ დრომდე არ შეუსრულებიათ. აქციის მონაწილეება გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„რას ვაშავებთ, მოგვცენ საშუალება, რამდენიმე წუთით გადავკეტოთ გზა და ასე გამოვხატოთ პროტესტი. არავინ გვაქცევს ყურადღებას“, - ამბობენ ისინი. ახალკახათელებმა გამგებელთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა, როგორც მათ უთხრეს, გამგებელი ადგილზე არ იმყოფება.

აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მივიდნენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

Print