რეგიონი
გულრიფშში რუსი სამხედროების მანქანას ევკალიპტი დაეცა - გარდაცვლილია ორი მესაზღვრე
გულრიფშის რაიონში წაქცეული ევკალიპტის ხე „უაზის“ მარკის სამხედრო მანქანას დაეცა, რომელსაც რუსი მესაზღვრეები გადაჰყავდა. შემთხვევა დაბა აგუძერის გადასახვევზე მოხდა. შედეგად ორი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა, მესამე კი თავის ქალის მძიმე ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც მძიმეს.

აფხაზური მედიასაშუალებების ცნობით, სიტუაციის შესაბამისად გადაწყდება დაზარალებულის რუსეთის ფედერაციის სტაციონარში გადაყვანის საკითხი.



Print