პოლიტიკა
ზუგდიდელებმა სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ 30-30 თეთრი შესწირეს
პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, ზუგდიდიდან თანხა აგვისტო-სექტემბრის თვეში მხოლოდ სამმა ადამიანიმა შესწირა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამივე მათგანმა გივი ქარჩავამ, გიგა ქავთარაძემ და სანათა ჩარგაზიამ კანდიდატს 30-30 თეთრი შესწირა.

30 თეთრის შეწირვის კამპანია სოციალური ქსელის საშუალებით პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა სექტემბერში დაიწყეს. აქციის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ზურაბიშვილს ქვეყნის მოღალატედ მიიჩნევდნენ, ამიტომაც მას, სიმბოლურად, 30 ვერცხლის შესაბამისად, 30 თეთრს სწირავდნენ. სულ კანდიდატს 30 თეთრი 84-მა საქართველოს მოქალაქემ შესწირა.

რადიო "ათინათმა" მასალის მომზადების დროს პირადი ნომრის მიხედვით (1900 და 6200-ით დაწყებული ნომრები) იხელმძღვანელა.



Print