ახალი ამბები
ქართულმა საფოსტო მარკამ „ბესლეთის ხიდის“ გამოსახულებით ევროპაში საპრიზო ადგილი მოიპოვა
ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 - ბესლეთის ხიდი“ ევროპის მარკების კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

კონკურსში სულ 57 საფოსტო მარკა იყო წარმოდგენილი. ევროპის საფოსტო გაერთიანების „PostEurop”-ის ეგიდით მარკების კონკურსი ყოველწლიურად იმართება, წელს კი საკონკურსო თემა ხიდები იყო. საქართველოს ფოსტამ კონკურსზე სწორედ ქართული საფოსტო მარკა ბესლეთის ხიდი წარადგინა.

ხიდი, რომელსაც „თამარის“ ხიდსაც უწოდებენ, სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე მდებარეობს. ქვისთაღოვანი ხიდი მეთორმეტე საუკუნით თარიღდება და მას ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მასზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე ბაგრატი. წარწერა კი თარიღებულია X-XII საუკუნეებით.

ბესლეთის ხიდის ანალოგები საქართველოს სხვა კუთხეებშიც არის, კერძოდ, რკონის თაღოვანი ხიდი ქართლში და დანდალოს ხიდი აჭარაში.

ხმის მიცემა ონლაინ მიმდინარეობდა და ის სექტემბერში დასრულდა.

ამავე თემაზე:

ბესლეთის ხიდის გამოსახულებით საფოსტო მარკა ევროპულ კონკურსზეა წარდგენილი
Print