ახალი ამბები
ჭითაწყარში ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში რჩება
ზუგდიდში, ჭითაწყარის საავტომობილო გზაზე გუშინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ორი პირი ამ დრომდე საავამდყოფოში აგრძელებს მკურნალობას. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ რეფერალური საავამდყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, შემოყვანილი ოთხი პაციენტიდან 2 გაეწერა.

„დარჩენილი ორიდან, ერთს თავის ტვინის შერყევა აქვს, მეორეს ლავიწის ძვლის მოტეხილობა. ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი პალატებში არიან“, - თქვა ორჟონიამ.

შს სამინისტროში კი ამბობენ, რომ გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ერთი მსუბუქი და ერთი მიკროავტობუსი ფიგურირებს, გამოძიება კი სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


Print