ახალი ამბები
ზუგდიდელი ახალგაზრდები კინოთეატრის მოსაწყობად მერიისგან შენობის გადაცემას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა მერიას კინოთეატრის მოსაწყობად შენობის გამოყოფას თხოვენ.  20-მდე სკოლის მოსწავლემ შესაბამისი ბიზნეს გეგმა საკრებულოს თავმჯდომარეს, წევრებსა და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებს დღეს წარუდგინეს. ახალგაზრდებს იდეის განსახორციელებლად ყველა ხარჯი, მათ შორის, ბილეთის, სავარაუდო, ფასიც აქვთ განსაზღვრული.

„ამ პროექტის მომზადებაში 20 მოსწავლე ვიყავით ჩართული. ბიზნეს გეგმის განსახორციელებლად დაგვჭირდა რვა თვე. ამ ხნის
განმავლობაში ჩვენ გამოვკითხეთ საზოგადოება. რესპოდენტების დიდ ნაწილს სწორედ კინოთეატრის მოწყობა სურდათ. ჩვენ ასევე გათვლილი გვაქვს ბილეთის ფასები, რომელიც იქნება, სავარაუდოდ 5-დან 7 ლარამდე“, - თქვა სალომე კვაშილავა.

საკრებულოს წევრებმა ახალგაზრდების იდეა მოიწონეს და მზაობა გამოთქვეს, რომ მათ ფართის მოძიებაში დაეხმარებიან.

„ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს ახალგაზრდებმა. ეს იყო ანალიზზე დაფუძნებული პრეზენტაცია, რეალურ საჭიროებაზე. მე პირადად, როგორც მოქალაქე და საკრებულოს წევრი ვეთანხმები, რომ ზუგდიდში უნდა იყოს კინოთეატრი. ჩვენ მათ გავიზიარეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა ლოკაციაზე შეიძლება კინოთეატრის დაფუძნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალგაზრდების მიერ წამოყენებულ საკითხს მერია მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვეტს“, - საკრებულოს წევრმა კონსტანტინე კაკავამ.

აღნიშნული ბიზნესგეგმა არასამთავრებო ორგანიზაცია „საუნჯეს“ და მშვიდობის კორპუსთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში მომზადდა, სადაც აღნიშნულმა ბავშვებმა ტერნინგ-კურსები სოციალური მეწარმეობასა და ბიზნესის შესახებ გაიარეს.

„ორგანიზაცია საუნჯემ მშვიდობის კორპუსთან ერთად განახორციელა პროექტი სოციალური მეწარმეობის განვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ზუგდიდის ცხრა სკოლიდან შეირჩა ბავშვები, რომელბმაც გაიარეს ტრენინგ-კურსები. ძირითადი თემა იყო სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისთვის. გამოავლინეს ძირითადი საკითხები , რომელიც მნიშვნელოვანი იყო ახალაგაზრდების განვითარებისთვის. როგორც გაირკვა კინოთეატრის იდეა იყო ძალიან საინტერესო   და სწორედ ამ მიმართულებით განახორციელეს ბიზნეს გეგმა. მერიისგან არის მზაობა, რომ ისინი ახალგაზრდებს დაეხმარებიან კინოთეატრის ადგილის განსაზღვრაში. ამ პროექტს ახალგაზრდები არიან ჩართულები, ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე კვლევა და ბიზნეს გეგმა თავად შეადგინეს“, - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარი შონიამ.

ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ ზუგდიდში ერთ-ერთი კულტურული ცენტრი უახლოეს მომავალში მოეწყობა და ის ახალგაზრდების განვითარებასთან ერთად მოგებას მოუტანს მათ ბიზნესს.

Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით 2005 წელს გაცემული აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია, წერს „ნუჟნაია გაზეტა“.
17:19 / 21.01.2019
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით 2005 წელს გაცემული აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია, წერს „ნუჟნაია გაზეტა“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონზე მეტი ლარი გამოეყო. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლის ნანი მიქენაიას ინფორმაციით, მთავრობის
17:12 / 21.01.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონზე მეტი ლარი გამოეყო. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლის ნანი მიქენაიას ინფორმაციით, მთავრობის
სენაკში, სოფელ ნოსირში ორსართულიანი სახლი რამდენიმე წუთის წინ მთლიანად დაიწვა. საგანგებო სიტუაცია მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო- სამაშველო ბრიგადა მუშაობდა
16:27 / 21.01.2019
სენაკში, სოფელ ნოსირში ორსართულიანი სახლი რამდენიმე წუთის წინ მთლიანად დაიწვა. საგანგებო სიტუაცია მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო- სამაშველო ბრიგადა მუშაობდა
ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე, ერთი საცხოვრებელი ბინის ეზოს ახლა ტრაფარეტი „ლამაზი ეზო“ ამშვენებს. ეს ტიტული მან რამდენიმე დღის წინ მოიპოვა და 2018 წლის „კორპუსის ეზო“
15:43 / 21.01.2019
ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე, ერთი საცხოვრებელი ბინის ეზოს ახლა ტრაფარეტი „ლამაზი ეზო“ ამშვენებს. ეს ტიტული მან რამდენიმე დღის წინ მოიპოვა და 2018 წლის „კორპუსის ეზო“
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამი სამხედრო მოსამსახურე ჯავშანტრანსპორტიორის ხევში ვარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კოლონა წებელდის სამხედრო
15:26 / 21.01.2019
აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამი სამხედრო მოსამსახურე ჯავშანტრანსპორტიორის ხევში ვარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კოლონა წებელდის სამხედრო
ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრებლები ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის გახსნას დღეს ელოდებოდნენ, თუმცა გადმოსვლას  ვერ ახერხებენ. როგორც რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ უთხრა,
14:32 / 21.01.2019
ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრებლები ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის გახსნას დღეს ელოდებოდნენ, თუმცა გადმოსვლას  ვერ ახერხებენ. როგორც რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ უთხრა,
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ათი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე
13:02 / 21.01.2019
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ათი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე
{{ARTICLEIMAGE}}აბაშელები ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეზე საუბრობენ. ისინი ჩივიან, რომ უპატრონო ძაღლები უმეტესად საცხოვრებელ კორპუსებთან, მარკეტებთან და რესტორნებთან იყრიან თავს.
12:31 / 21.01.2019

დრანდის იზოლატორის და ამავე უწყების დაცვის განყოფილების უფროსები დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. „აფსადგილ ინფოს“ ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის შს
11:32 / 21.01.2019
დრანდის იზოლატორის და ამავე უწყების დაცვის განყოფილების უფროსები დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. „აფსადგილ ინფოს“ ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის შს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ინფექციონისტის ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, სულ 8 ადამიანი მკურნალობს. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა
11:19 / 21.01.2019
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ინფექციონისტის ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, სულ 8 ადამიანი მკურნალობს. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა
მოქალაქეების აზრი
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
24 / დეკემბერი 2018
წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს მიმართა. მათი უმეტესობა
როგორ აფასებენ ზუგდიდელები მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს? (ვიდეო)
07 / ნოემბერი 2018
მთავრობამ ახალ პროგრამებზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად
დღის სიახლეები
21 / იანვარი 2019
ზუგდიდის ბაზრის გარეთა პერიმეტრზე გარევაჭრობის კონსტრუქციები აიღეს, დრანდის ციხიდან თანამშრომლები პატიმრებისთვის მოწყობილი წვეულების გამო გაათავისუფლეს. ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.{{AUDIO}}
21 / იანვარი 2019
В де факто Абхазии погибли трое росийских военнослужащих, студенты, проживающие в оккупированной Абхазии, просят о помощи, в образовательных учреждениях Грузии с сегодняшнего дня возобновился учебный процесс, об этих и других новостях вы услышите в нашем выпуске.{{AUDIO}}
21 / იანვარი 2019
Почему уволили сотрудников драндской тюрьмы, какие меры превенции гриппа H1N1 принимают в Абхазии, как отметят юбилей Фазиля Искандера, об этом в первой часть передачи, во втором - вы услышите
არქივი
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.