არჩევნები
ზუგდიდში ცესკოს წარმომადგენლებიმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ინფორმაცია,  პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს უფრო ახლოს“ ფარგლებში მიაწოდეს. მათ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს და განუმარტეს, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია, რადგან წელს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც ისინი მონაწილეობას მიიღებენ.
alt
„ვესაუბრებით ამომრჩევლებს და ვაწვდით ინფორმაციას არჩევნების შესახებ, რომ ბოლო ჯერ ტარდება პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა. მოვუწოდებთ ყველას 28 ოქტომბერს ყველა გამოცხადდეს არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. ვესაუბრებით იმ ამომრჩეველს, თუ რომელ უბანშია ის რეგისტრირებული, როგორ გადაამოწმოს საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში. მსგავსი შეხვედრები უკვე გვქონდა სოფლებშიც“, - აღნიშნა #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას თავმჯდომარის მოადგილემ ნანა ოკუჯავამ.

ცესკოს წარმომადგენლებს  ადგილობრივმა კითხვები დაუსვეს. ერთ-ერთმა მათგანმა ლალი ოდიშარიამ მათ ჰკითხა, ხომ არ იყო იმის საშიშროება, რომ არჩევნებზე ისეთი ადამიანების ხმები გამოეყენებინათ ვინც არ იმყოფება საქართველოში.
alt
„ჩემს სახლში არიან ჩაწერილები ახლობლები. ახლა აქ არ იმყოფებიან და მეშინია, რომ მათ ხმებს გამოიყენებენ. სწორედ ამაზე მქონდა შეკითხვა და მითხრეს ასეთი რომ არ მოხდებაო“, - თქვა მან.

გარდა საინფორმაციო შეხვედრებისა ცესკოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ბროშურები დაურიგეს.



Print