ახალი ამბები
სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერიებში ააიპ-ების თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტებს უარყოფენ
სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის მერიებში კატეგორიულად უარყოფენ ხელმძღვანელი პირების მხრიდან ააიპ-ების თანამშრომლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს. მერიების პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მსგავსი ფაქტი მათ მუნიციპალიტეტებში არ ყოფილა და თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებასთან დაკავშირებით დავალებები არ მიუღიათ.

„ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. მუნიციპალიტეტის მერია იცავს სააჩევნო კანონმდებლობასა და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, - ასეთი პასუხები გაგვცეს მერიების პრესსამსახურებში.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებსა და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ.

„სამეგრელოში ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოცემულ ფაქტზე ღიად საუბრის შემთხვევაში შიშობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამავე თემაზე:

არასამთავრობოები:რეგიონებში, სავარაუდოდ, ააიპ-ების თანამშრომლებს ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებენ



Print