ახალი ამბები
ცესკო: კირცხში "ქართული ოცნების" ლოგოიანი ტორტი ბაღის გახსნაზე დარღვევა არ არის
ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიამ სოფე; კირცხში საბავშვო ბაღის  "ქართული ოცნების" ლოგოიანი ტორტითა და დროშით გახსნა და დარღვევად არ მიიჩნია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

ცესკოში ამბობენ, რომ "სამართლიანი არჩევნების" განცხადება საოლქომ არ დააკმაყოფილა, რადგან "ქართულ ოცნებას" თავად არ ჰყავს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე და საარჩევნო სუბიექტი არ არის.

"ეს იყო საბავშვო ბაღის გახსნა და არ შეიცავდა არანაირ აგიტაციის ნიშნებს, რადგან არცერთი საარჩევნო სუბიექტი არ იყო წარმოდგენილი", - აღნიშნეს ცესკოში.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებაზე საზეიმო ტორტზე „ქართული ოცნების“ დაწერისა და შენობაზე მმართველი პარტიის დროშის გაფენის გამო ბაღის დირექტორს საყვედური მისცეს. ახალი საბავშვო ბაღი კირცხში 17 სექტემბერს გაიხსნა.

ამავე თემაზე:

კირცხში ბაღის დირექტორს „ქართული ოცნების“ დროშებისა და ტორტის გამო საყვედური მისცეს
Print