რეგიონი
მუხურში "ლაშაობა" გაიმართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში ,,ლაშაობა"გაიმართა. ღონისძიებას წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ლაშა გახარიას ოჯახის წევრები, მეგობრები,პოეტები,მწერლები, ცნობილი ადამიანები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.


alt

ჩხოროწყუს მერიის ინფორმაციით, სტუმრებმა სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე წაიკითხეს მისი ლექსები. "ლაშაობას" მუსიკალურად ანსამბლი ,,ჩხოროწყუ" აფორმებდა.

alt

დღესვე, მუხურის N1 საჯარო სკოლაში ლაშა გახარას სახელობის სააქტო დარბაზი გაიხსნა.

,,ლაშაობა" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ისტორიული მუზეუმისა და პოეტის მეგობრის - კოტე ნაჭყებიას ორგანიზებით ჩატარდა.
Print