რეგიონი
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, მხარდამჭერები და მოქალაქეები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებას ბანდიტები მართავენ. ამასთან, ისინი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მართვის სადავეების დათმობას და ბიზნესში დაბრუნებას ურჩევენ.

"ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი და ეს ადამიანები არ უნდა მართავდნენ სახელმწიფოს",-ამბობენ შეკრებილები.

გარდა ამისა, მათ ხელში ტრანსფარანტები უჭირავთ წარწერებით: "მოღალატე სალომე", "რუსეთი ოკუპანტია". გუბერნიის შენობის წინ დაახლოებით 50 ადამიანია შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.
Print