ახალი ამბები
შენობაში, სადაც სპექტაკლები იმართება, მოცეკვავეები შეიჭრნენ
ზუგდიდის კულტურის სახლის შენობაში, სადაც ამჟამად თეატრალური დასი რეპეტიციებს და სპექტაკლებს მართავს, მოცეკვავები და მათი მშობლები შეიჭრნენ. მათი მტკიცებით, ოთახი, რომელსაც თეატრი იყენებს, მათ სარგებლობაში იყო და ახლა რეპეტიციებისთვის სხვადასხვა ფართის ქირაობა უწევთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ მათთვის დარბაზის თხოვებას დავთანხდით, რადგან თეატრს ხელშეწყობა სჭირდებოდა, ახლა კი გამოგვიცხადეს, რომ შენობა მათ ეკუთვნით და ჩვენ ვერ შემოვალთ“, - თქვა ანსამბლ „თუთარჩელას“ ქორეოგრაფმა მახო გვარამიამ.

მცირე დაპისპირება მოხდა თეატრის წარმომადგენლებსა და მშობლებს შორის. ზუგდიდის თეატრში აცხადებენ, რომ ისინი პრეტენზიებს ვერ მიიღებენ და მოცეკვავეებმა ზუგდიდის მერიას უნდა მიმართონ.

Print