ახალი ამბები
მერია: ანსამბლ "თუთარჩელას" ფართი ექნება, თუმცა არა კულტურის სახლში (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და მერიის სხვა შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კულტურის სახლში მივიდნენ, სადაც სარეპეტიციო ფართის დაბრუნების მოთხოვნით ბავშვები შეიჭრნენ. ნანავა აქციის მონაწილეებს და თეატრის მსახიობებს, შეხვედა რომლებსაც ამჟამად აღნიშნული ფართი აქვთ დაკავებული. შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დაიხურული იყო, ასევე ვერ მოხვდა კულტურის სახლის დირექტორი ნატო გელენავა. მისი თქმით ის მაიზერ ნანავამ არ შეუშვა.

alt

"მე არ შემიშვა და ყვირილით გამომაგდო გარეთ. მე რატომ არ დამასწრეს შეხვედრას, როდესაც ყველა დოკუმენტაცია მე მაქვს. ჯერ კიდევ მე ვითვლები დირექტორად. სწორედ მე დავუდე ხელშეკრულება თეატრს და დავუთმე რამდენიმე საათით", - თქვა გელენავა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ანსამბლ "თუთარჩელას" ხელმძღვანელმა მახო გვარამიამ თქვა რომ, მერიის წარმომადგენლები მათ ალტერნატიულ ფართის გამოყოფას დაპირდნენ.

"ვისაუბრეთ მშვიდად და ჩვენი პრობლემა ავუხსენით. გვითხრეს, რომ ალტერნატიულ ფართს გამოგვიყოფენ. ზუსტად პასუხი ხვალ გვეცოდინება", - ამბობს მახო გვარამია.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ნიფორმაციით, კულტურის სახლში მომუშავე ქორეოგრაფს და მისი ანსამბლის წევრებს, აღნიშნული ტერიტორიის დატოვება თეატრალური დასის გამო მოუწიათ, თუმცა ამის შესახებ ისინი თავიდანვე გაფრთხილებულები იყვნენ.
alt
"კანონის და ხელშეკრულების შესაბამისად გაფრთხილებული იყო ქორეოგრაფი, რომ უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორია, რადგან აქ თეატრალური დასი იფუნქციონირებდა. მოგეხსენებათ, რომ თეატრის შენობას უტარდება რეაბილიტაცია და მსახიობებს უნდა ჰქონოდათ ადგილი, სადაც გამართავდნენ სპექტაკლებს. აქედან გამომდინარე, მოუწიათ ამ ადგილის დატოვება, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ვმუშაობთ ალტერნატიულ ფართზე. უახლოეს დღეებში ეს საკითხი გადაწყდება დადებითად. მათ ექნებათ ფართი, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს არ იქნება კულტურის სახლში", - თქვა მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაგდალინა თოდუამ.
alt

ზუგდიდის კულტურის სახლის შენობაში, სადაც ამჟამად თეატრალური დასი რეპეტიციებს და სპექტაკლებს მართავს, მოცეკვავეები, მათი მშობლები შეიჭრნენ. ისინი ფართის დაბრუნებას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

შენობაში, სადაც სპექტაკლები იმართება, მოცეკვავეები შეიჭრნენ






Print