რეგიონი
ევროკავშირის მისიამ საქართველოში მუშაობის ათი წელი შეაჯამა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში მუშაობა 10 წლის წინ დაიწყო. საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მიზნით, ზუგდიდის საველე ოფისმა ტექნოპარკში საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო, სადაც მათ სადამკვირვებლო მისიის მუშაობაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

alt

„უკვე ათი წელიწადია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებასა და სტაბილურობის გაძლიერებაში, ჩაატარა რა 65,000-ზე მეტი პატრულირება. ამ წლების განმავლობაში მისიაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 1,700-ზე მეტმა მოქალაქემ. ის, რომ აღნიშნული თანამშრომლები ევროკავშირის 28-ვე წევრ სახელმწიფოს წარმოადგენენ, მთელი ევროკავშირის მისიისადმი აღებული ვალდებულების ყველაზე უტყუარი დადასტურებაა. მისია ფოკუსირებულია სტაბილურობის გაძლიერებაზე, ვითარებასა და კონფლიქტით ყველზე მეტად დაზარალებული ადამიანების უფლებებზე თვალყურის დევნებაზე, ნდობის აღდგენასა და ფაქტებზე დაყრდნობით ანგარიშების წარდგენაზე“, - აღნიშნეს შეხვედრაზე.

გარდა ამისა საუბარი შეეხო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით. მისის პოლიტიკურმა მრჩეველმა ჰენრი ვუატენმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმოსვლა  გამკაცრდა, ასევე გაიზარდა მოთხოვნა საზღვრის გადამკვეთებისთვის ე.წ დოკუმენტაციაზე. აქვე აღინიშნა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩაშლილი  შეხვედრების შესახებ. როგორც ჰენრი ვუატენმა აღნიშნა, ამის შესახებ მხარეებთან ჟენევის მოლაპარაკებაზე ისაუბრეს და ამ კუთხით ყველა მხარესთან აქვთ კონტაქტი.
alt

„ეს შეხვედრები რეგულარულად ტარდება, რათა ხალხს ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი საქმიანობის შესახებ, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა არის განსაკუთრებული. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ტარდება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სამხარეო ადმინისტაციიის წარმომადგენლებთან არის აღნიშვნა მისიის საქართველოს მუშაობის ათი წლის თავისა და ასევე 2008 წლიდან არის გასული 10 წელი. ჩვენ ვისაუბრეთ მოვლენების განვითარებაზე, იმაზეც, რომ ინციდენტები საგრძნობლად შემცირდა. ჩვენ ასევე ავღნიშნეთ, რომ 2008 წელს მოხდა რუსული სამხედრო ძალები გასვლა ადმინისტრაციული საზღვრიდან, თუმცა რუსეთის სამხედრო ძალები რჩებიან კოდორის ხეობაში და ახალგორის რაიონში, ასევე იმ პატარა კუნძულებზე, რომელიც ადრე იყო საქართველოს იურისდიქციის ქვეშ. მანდატის ერთ-ერთი კომპონენტი არის მონიტორინგი და ანგარიშების წერა, პროცესის ნორმალიზება. ტერმინი ნორმალიზება ცოტა ბუნდოვნად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ ვგულისხმობთ კონფლიქტით დაზარლებული ადამიენები დაუბრუნდნენ კონფლიქტამდელ ჩვეულ ცხოვრებას. უსაფრთხოების მხრივ სიატუაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ იმის გამო, რომ ე.წ გადასასვლელები კონტროლირდება რუსი მესაზღვრეების და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის  მიერ, ძალიან გამკაცრდა მიმოსვლა. ასევე გაზრდილია  მოთხოვნა საზღვრის გადამკვეთებისთვის ე.წ დოკუმენტაციაზე. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები არ ვიცი ჩატარდება თუ არა ზუსტად, თუმცა ცხელი ხაზის მეშვეობით ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტებს. მხარეებს შევხვდით ჟენევის მოლაპარაკებაზე და ამ კუთხით ყველა მათთან გვაქვს კონტაქტი“,- განაცხადა ჰენრი ვუატენმა.
alt

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ამჟამად წარმოებულ მისიათა შორის. იგი დაიწყო მხარეების მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად, რომელმაც 2008 წლის ომი დაასრულა. ცოტა ხნის წინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიიღო გადაწყვეტილება მისიის მანდატის შემდგომი ორი წლით - 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელების შესახებ.



Print