ახალი ამბები
სვანეთში ჯომარდობისას უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა
სვანეთში დღეს მიმდინარე ჯომარდობისას ტურისტი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მესტიის მერიის, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში, რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ გაიგეს და გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა. 



Print