ახალი ამბები
სამეგრელოში კოლხური ბზა, თითქმის, 240 ჰა-ზე შეწამლეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე, მავნებლი მწერისგან დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლის მესამე ეტაპი დასრულდა. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ბზის კორომები იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთში სამ ეტაპად შეიწამლა. 

alt

"ბილოგიური პრეპარატით „ლეპიდინით“ ჯამში 550 ჰა ფართობი შეიწამლა. იმერეთი - 63 ჰა, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 252 ჰა და სამეგრელო-ზემო სვანეთი - 237 ჰა. მავნებლის ინტენსიური მონიტორინგისა და დიდი რაოდენობით დაჭერა-განადგურების მიზნით, ბზის კორომებში განთავსებული იყო 1500 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული სატყეო სააგენტო, ბზის კორომების შეწამვლას 2016 წლიდან ახორციელებს. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, შეწამვლითი სამუშაოები სამჯერ, 400 ჰა ფართობზე განხორციელდა, რასაც 2017 წელს დაემატა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი. საერთო ჯამში, გასულ წელს ბილოგიური პრეპარატით, 550 ჰა ბზით დაფარული ფართობი შეწამლეს.
Print