ახალი ამბები
აშშ-მ საქართველოს ხომალდები „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "აილენდის" კლასის ორი ხომალდი, „დიოსკურია" და „ოჩამჩირე" გადასცა. ორივე ხომალდი თანამედროვე სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებითაა აღჭურვილი.

„სანაპირო დაცვის პირად შემადგნელობას მივულოცო დღესასწაული. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს მათი ღვაწლისთვის, რომელსაც ახორციელებენ ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით. საზღვაო უსაფრთხოების დაცვა თქვენი მხარდაჭერის გარეშე იქნება რთული... თქვენ კი გისურვებთ ღირსებული ღვაწლი შეიტანოთ საქართველოს და ნატოს თანამშრომლობის გაღრმავებაში და თავისუფლებისა და ერთიანობის განმტკიცებაში“, - აღნიშნა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.


საქართველოს სანაპირო დაცვა 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც ფოთის პორტში გაიმართა, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშ-ს ელჩი საქართველოში ელიზაბეთ რუთი დაესწრო.

Print