ახალი ამბები
ზუგდიდში მუშები საპროტესტო აქციას მართავენ
მუშები, რომლებიც ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ, კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.ისინი ამბობენ, რომ სექტემბრის თვის თანხა 15 ოქტომბერს უნდა დარიცხვოდათ, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ.

"უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ხელფასი არ დარიცხეს დროულად. ერთხელ ეს ჟურნალისტების ჩარევის შემდეგ მოხდა. ახლა ისევ ანალოგიური პრობლემა გვაქვს. დამქირავებელი ჩინური კომპანიაა, რომელმაც ჩინელების ჯგუფს დაურიცხა ხელფასი და ჩვენ არა", - თქვეს მუშებმა.

ისინი ამბობენ, რომ ჩინური კომპანიის თანამშრომლებს ობიექტზე მანამ არ შეუშვებენ, სანამ კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ. მუშების ნაწილი აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, მესამე დღეა, არ მუშაობს.

ადგილზე საპროექტო ზედამხედველობის კომპანიის "რომკატელის" წარმომადგენელი ზვიად ჭანტურია იმყოფება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომპანიის წარმომადგენლები ხელფასის გაუცემლობის მიზეზად ხარჯთაღრიცხვის დაგვიანებას ასახელებენ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მე-4 სკოლაში შეჩერებული სამუშაოები განახლდა
Print