ახალი ამბები
ნენსკრაჰესის მშენებლობა ნოემბერში განახლდება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ნენსკრაჰესის 2018 წლის დასაწყისში შეჩერებული სამუშაოები ნოემბერში განახლდება. ინფორმაციას ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია - სს „ნენსკრა ჰიდრო“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ნოემბერში მდინარე ნენსკრაზე 100 ტ. ტვირთამწეობის მქონე ორი ხიდის მშენებლობა დაიწყება.

კომპანიის ცნობით, „ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობს პროექტში ახალი მშენებელი კომპანიის ჩართვაზე წინა კონტრაქტორის ჩასანაცვლებლად, რომელთანაც ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები კი, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

სვანეთში ჰესებისა და სხვა საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტეს. ადგილობრივების ნაწილი თვლის, რომ რეგიონში ჰესების მშენებლობა გარემოს ზიანს მიაყენებს.

ამავე თემაზე:

მესტიაში მორიგი საპროტესტო აქცია დასრულდა
Print