სპორტი
ზუგდიდელმა გოგა ჩხეიძემ ორი ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა
პოლონეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ზუგდიდელმა გოგა ჩხეიძემ 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,გოგა ჩხეიძემ ატაცში 139 კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში თავი 174 კილოგრამს გაართვა, ხოლო ორჭიდის ჯამში თავი 313 კილოგრამს მოუყარა, რამაც ორივე დისციპლინაში ოქროს მედლები მოუტანა.
Print