რეგიონი
სოფელ ცაცხვში 55 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ცაცხვთან შუა ხნის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმები ჯერ ვერ საუბრობენ.

როგორც რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print