ახალი ამბები
მამაკაცი, რომელსაც ცაცხვში მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ცაცხვში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რეფერალური საავამდყოფოს სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. ამავე ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.

“პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ჩაუტარდა დეკომპრესიული ტრეპანაცია,ჰემატომის ევაკუაცია, პლევრის ღრუს დრენირება”,- განმარტა ორჟონიამ.

ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მამაკაცს სოფელ ცაცხვში დღეს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

სოფელ ცაცხვში 55 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
Print