ახალი ამბები
მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ცაცხვში მატარებელი დაეჯახა, კვლავ მძიმეა
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ცაცხვში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა და ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს. დაშავებული საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით გუშინ მოათავსეს. მას ზუგდიდი-თბილისის მატარებელი სოფელ ცაცხვში დაეჯახა.

შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

სოფელ ცაცხვში 55 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

მამაკაცი, რომელსაც ცაცხვში მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე


Print