ახალი ამბები
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში აუზის პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბენდელიანის ქუჩაზე აუზის მშენებლობისთვის პროექტის შედეგენასა და სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევისთვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურებისთვის ფონდი 295 000 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შენობაში უნდა განთავსდეს დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები, საჭყუმპალაო.

„საცურაო აუზი დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რეკომენდირებული სიგრძე უნდა იყოს 50 მეტრი, სიგანე 25 მეტრი (გარე ზომა 56/30), სიღრმე საშუალოდ 2 მეტრი. საჭყუმპალაოც უნდა დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეკომენდირებული ზომებია 10 მეტრი 16 მეტრზე (გარე ზომა 14/20), (სიმაღლე საშუალოდ 0.6-0.8მ), ტრიბუნები 500 სკამით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ზუგდიდში, ძველ პარკში (ყოფილი კომკავშირის პარკი) ევროსტანდარტების სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის აშენების შესახებ პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 27 ივნისს, ზუგდიდში გააკეთა. მისივე თქმით, ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც მთავრობა მსგავს პროექტს განახორციელებს.


ამავე თემაზე:

ბახტაძე: ზუგდიდში საცურაო აუზს ავაშენებთ

Print