არჩევნები
მირანდა მესხი: ყველა უბანი მზადაა, რომ ამომრჩეველმა ხმა უსაფრთხო გარემოში მისცეს
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ხვალ გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოლო სამზადისს გადიან. ოლქის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ გაცემულია ყველა დოკუმენტი და ამ ეტაპზე ბიულეტენების ბოქლომების დარიგება მიმდინარეობს.

„ყველა უბანი მზად არის, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა ხმა მისცეს უსაფრთხო, კომფორტულ და სამართლიან გარემოში“, - გვითხრა მესხმა.

ხვალ ზუგდიდში არჩევნებს საერთაშორისო და თბილისში დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივი ორგანიზაცია „ქალთა მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“ დააკვირდება.

სულ 67-ე საარჩევნო ოლქში 107 უბანია, ზუგდიდში ხვალ ხმის მიცემას 120 616 დარეგისტრირებული ამომრჩეველი შეძლებს.


Print