არჩევნები
ენმ: ჩვენმა წევრებმა გადასატანი ყუთები შეგნებულად არ წაიღეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, მათი პარტიიდან კომისიების წევრები გადასატან ყუთებს არ გადაიტანენ.

„ჩვენი კომისიის წევრები დარჩებიან ადგილზე, რათა არ მოხდეს სხვადასხვა მანიპულაციები არჩევნების გასაყალბებლად“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზოდელავამ.

ჩხოროწყუს 69-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვიტალი წურწუმიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის წაღებაზე უარს აცხადებენ.
Print