არჩევნები
დამკვირვებელი: გადასატან ყუთში ჩაწერილი ამომრჩევლების უმრავლესობა მისამართებზე არ დაგვხვდა
ზუგდიდის #20-ე საარჩევნო უბანზე „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ დამკვირვებელი მირანდა ესებუა გადასატან ყუთთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე გადასატან ყუთის სიაში რეგისტირებული 29 ამომრჩევლიდან ხმა მხოლოდ 9 მოქალაქემ მისცა.

„უმრავლეს შემთხვევაში მითითებულ მისამართებზე სულ ხვა ადამიანები ცხოვრობდნენ და არა ისინი ვინც სიაში იყო. მეტიც, ამ მისამართებზე მცხოვრები ადამიანები საერთოდ არ იცნობენ მითითებულ პირებს. კარგია, რომ გავყევი, თორემ ალბათ, 29-ვე ხმა დაფიქსირდებოდა“, - გვითხრა ესებუამ.

20-ე საარჩევნო უბნის თვამჯდომარემ კი, არაერთი თხოვნის მიუხედავად, ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შენიშვნა: 31 ოქტომბერს რადიო "ათინათს" აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარე დაუკავშირდა და უთხრა, რომ დამკვირვებელმა არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა. მისი თქმით, გადასატანი ყუთით ხმა არა 9 ამომრჩეველმა, არამედ 23 მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი ნება.


Print