რეგიონი
ზუგდიდში არჩევნებზე საკუთარი ნება 49 ათასამდე ადამიანმა გამოხატა
#67 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდში საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

ამავე ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 48 ათას 717-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული მოქალაქეების 40, 39 %-ს შეადგენს.

"საოლქოში სულ შემოსულია 17 საჩივარი, რაც კენჭისყრის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს," - თქვა მესხმა. 

67-ე საარჩევნო ოლქში სულ 107 უბანია, სადაც 120 616 ამომრჩველია რეგისტრირებული.

ამავე თემაზე:

ამ დროისთვის ზუგდიდში ამომრჩევლების აქტივობამ 15% შეადგინა

ზუგდიდის #94 საარჩევნო უბანი: ვაშაძე - 298 ხმა, ზურაბიშვილი - 217 , ბარაძე - 22 






Print