არჩევნები
სოფელ ინგირის ერთ-ერთი უბანზე გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა
ზუგდიდში, 46-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა დასრულდა. უკვე შედგენილია ოქმი, რომლის თანახმადაც გრიგოლ ვაშაძემ 223 ხმა მიიღო და აღნიშნულ უბანზე გაიმარჯვა. მეორე ადგილზე კი ამ მონაცემებით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გავიდა. მან სულ 119 ხმა მიიღო. რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" კანდიდატს დავით ბაქრაძეს, მას ამ უბანზე 30 მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

alt

რადიო "ათინათის" ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა უბნებზე აკვირდებიან ხმის დათვლის პროცესს, იტყობინებიან, რომ წინასწარი მონაცემებით გარკვეულ უბნებზე "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი იმარჯვებს.
Print