არჩევნები
ზუგდიდში 10 უბნის მონაცემებით ვაშაძე იმარჯვებს
ამ დროისთვის ზუგდიდის # 67-ე საოლქო კომისიაში 10 უბნის მონაცემია შემოსული. წინასწარი მონაცემებით, ყველა მათგანში გამარჯვება "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიპოვა. მეორე ადგილს კი "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იკავებს. საოლქოში უბნებიდან მონაცემები ამ წუთბშიც მოაქვთ.
Print