არჩევნები
როგორ გადანაწილდა ხმები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში
ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილია სამეგრელოსა და ზემო სვანეთში არსებული თითქმის ყველა საარჩევნო უბნის მონაცემი. ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ზუგდიდი - 107 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 49.46% (23 526 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 33.91% (16 129 ხმა), დავით ბაქრაძე - 10.96% (5 214 ხმა);

წალენჯიხა
- 28 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 50.48% (6 402 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 33.76% (4 282 ხმა), დავით ბაქრაძე - 9.64% (1 223 ხმა);

ჩხოროწყუ - 27 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 47.89% (5 454 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 38.02% (4 330 ხმა), დავით ბაქრაძე - 7.81% (890 ხმა);

მარტვილი - 39 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 45.32% (7 594 ხმა), სალომე ზურაბიშვილი 36.17% (6 061 ხმა), დავით ბაქრაძე - 13.61% (2 280 ხმა);

ხობი - 32 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე 35.4% (5 286 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 43.93% (6 560 ხმა), დავით ბაქრაძე - 13.02% (1 944 ხმა);

სენაკი - 43 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 48.84% (9 007 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 32.34% (5 963 ხმა), დავით ბაქრაძე - 11.81% (2 178 ხმა);

აბაშა - 24 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 41.54% (4 718 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 41.64% (4 730 ხმა), დავით ბაქრაძე - 10.61% (1 205 ხმა);

ფოთი - 32 უბნის მონაცემებით: გრიგოლ ვაშაძე - 39.82% (6 775 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 34.11% ( 5 803 ხმა), დავით ბაქრაძე - 12.73% (2 166 ხმა);

მესტია - 40 უბნიდან დათვლილია 39 უბანი: გრიგოლ ვაშაძე - 20.92% (920 ხმა), სალომე ზურაბიშვილი - 56.52% (2 485 ხმა), დავით ბაქრაძე - 14.53% (638 ხმა);

სულ სამეგრელო-ზემო სვანეთში 375 საარჩევნო უბანია, სადაც ჯამში 332 523 ამომრჩეველია რესგიტრირებული.
Print