რეგიონი
ხვალ სოხუმში „ხალხთა მეგობრობის ფესტივალი“ გაიმართება
2 ნოემბერს სოხუმში აფხაზური დრამატული თეატრის წინ, „ხალხთა მეგობრობის ფესტივალი" ჩატარდება, წერს „აბხაზია ინფორმი“. ამავე ცნობით, საზეიმო ღონისძიება, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების და თემების, აფხაზეთის დიასპორების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილოებას, „რუსეთის სახალხო ერთიანობის დღეს ეძღვნება“.
 
ფესტივალის ფარგლებში, ბაზრობა - „არტ მარკეტი“ და კონცერტი ჩატარდება. ბაზრობაზე გაიმართება ეროვნული კერძების დეგუსტაცია, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და სხვ.

კონცერტში მონაწილოებას მიიღებენ აფხაზი და რუსი შემსრულებლები.


Print