რეგიონი
სუს: გოგიას და გულორდავას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ზუგდიდის ყოფილმა მერმა და ვიცე მერმა ქრთამის სახით სულ 21 500 ამერიკული დოლარი აიღეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. აქედან, უწყების ინფორმაციით, 10 000 დოლარი რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიის, ხოლო 11 500 გულუას პარკის ნაწილის იჯარით გადაცემისთვის იყო განკუთვნილი. გოგია და გულორდავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით ”, - თქვეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი დაკავებულია
Print