"ქაჯეთის ციხე" - ერთი აქტივისტის აქცია ზუგდიდის მერიასთან (ვიდეო)
14:26 / 02.11.2018
სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ქარდავამ, რომელსაც ზუგდიდის მერიაში გიჟი უწოდეს, ადმინისტრაციის შენობასთან საპოტესტო აქცია გამართა.
მას მერიის შენობაზე თაბახის ფურცლის გაკვრა უნდოდა, რომელზეც "ქაჯეთის ციხე" ეწერა, თუმცა მას ამის საშუალება დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.
"ხელისუფლებამ წმენდა დააანონსა და ის ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს. მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ გიჟი მიწოდა იმის გამო, რომ პოლიეთილენის ბრეზენტები, რომლითაც დევნილებს შენობა გადაგვიხურეს, უკან დავუბრუნე. 5 % კი არა უფრო მეტია ადამიანი გაგიჟდა ამათ შემყურე. მოვითხოვ, სასწარაფოდ გადადგეს ნანავა. ჩემნაირი "გიჟების" წყალობით მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება და ახლა ამათ ქმედებების გამო "ნაციონალების" რეინკარნაცია შეიძლება მოხდეს. უნდა მოშორდნენ ესენი აქაურობას", - თქვა თეონა ქარდავამ.
სამოქალაქო აქტივისთს არ უპასუხეს მერიაში. ჟურნალისტებს კი გვითხრეს, რომ ქარდავას მოთხოვნაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები