რეგიონი
"ქაჯეთის ციხე" - ერთი აქტივისტის აქცია ზუგდიდის მერიასთან (ვიდეო)
სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ქარდავამ, რომელსაც ზუგდიდის მერიაში გიჟი უწოდეს, ადმინისტრაციის შენობასთან საპოტესტო აქცია გამართა. მას მერიის შენობაზე თაბახის ფურცლის გაკვრა უნდოდა, რომელზეც "ქაჯეთის ციხე" ეწერა, თუმცა მას ამის საშუალება დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.

"ხელისუფლებამ წმენდა დააანონსა და ის ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს. მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ გიჟი მიწოდა იმის გამო, რომ პოლიეთილენის ბრეზენტები, რომლითაც დევნილებს შენობა გადაგვიხურეს, უკან დავუბრუნე. 5 % კი არა უფრო მეტია ადამიანი გაგიჟდა ამათ შემყურე. მოვითხოვ, სასწარაფოდ გადადგეს ნანავა. ჩემნაირი "გიჟების" წყალობით მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება და ახლა ამათ ქმედებების გამო "ნაციონალების" რეინკარნაცია შეიძლება მოხდეს. უნდა მოშორდნენ ესენი აქაურობას", - თქვა თეონა ქარდავამ. 

სამოქალაქო აქტივისთს არ უპასუხეს მერიაში. ჟურნალისტებს კი გვითხრეს, რომ ქარდავას მოთხოვნაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.
Print