ახალი ამბები
ზუგდიდში უნალექო ამინდები უახლოესი დღეები შენარჩუნდება
ზუგდიდში და მთლიანად, სამეგრელო-ზემო სვანეთში სითბო და უნალექო ამინდი მომდევნო დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს. ამავე ინფორმაციით, 6 ნოემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია მცირე წვიმა, დანარჩენ დღეებში კი ამინდის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერი 18-დან 23 გრადუსამდე დათბება, მესტიაში კი 12-17 გრადუსი შენარჩუნდება.
Print