ახალი ამბები
მესტიაში ოქროს მოპოვების შეწყვეტას ითხოვენ
მესტიაში სოფელ იელის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სოფელში ოქროს მოპოვების შეწყვეტას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ მათი სოფლის, არამედ მთელი სვანეთისა და ქვეყნის პრობლემაა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ოქროს მოპოვებისას ისეთ ასაფეთქებელ საშუალებას იყენებენ, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს და გარემოზეც მავნე ზეგავლენას ახდენს. მათივე თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათისაა და სამუშაოების განახლების შემთხვევაში იელის მკვიდრები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
Print