არჩევნები
გიორგი გახარია, რამდენიმე საათია, ზუგდიდში შეხვედრას მართავს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რამდენიმე საათია სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრებს მართავს. შენობაში იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. დღეს აქ იმყოფებოდა ქალაქის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია.


Print