არჩევნები
მოწერელია: არავითარი დაპირება, გავატარებთ კონკრეტულ ღონისძიებებს (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ახალი უფროსი ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერებაა საჭირო. შინაგან საქმეთა მინისტრთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწერელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარია კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გადადგამს და არა დაპირებებზე.



„ამომრჩევლის ნდობის მოპოვება ეს იმას ნიშნავს, რომ ის მწვავე საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას, გადავუწყვიტოთ ან მივცეთ ზუსტი ვადა მათი გადაწყვეტის. გამორიცხულია მათთან ურთიერთობაში ტყუილი, რაც არის დამაზიანებელი. არანაირი დაპირება, საუბარია კონკრეტულად ღონისძიებებზე, რისი გატარების საშუალებაც გვაქვს. მოსახლეობასთნ ურთიერთობა იქნება გულწრფელი და მთავარია მათთან კომუნიკაციის ინტენსივობის გაძლიერება“,- აღნიშნა გუბერნატორმა.

ალექსანდრე მოწერელია მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად დღეს დაინიშნა.

ამავე თემაზე:

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ზუგდიდში ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს
Print