ახალი ამბები
ზუგდიდში საახალწლო განათებების მოწყობა მერიას სულ მცირე 324 ათას ლარამდე დაუჯდება
ზუგდიდში საახალწლო განათებებზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. ამ ეტაპზე პრეტენდეტების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დაბალი ფასი თბილისში მოქმედმა კომპანიამ "სითი ლაითმა" დააფიქსირა.

ზუგდიდის საახალწლოდ მოსართავად კომპანია 323 653 ლარს ითხოვს.

საუბარია ქალაქის ცენტრალური ქუჩების, ბულვარისა და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიის სადღესასწაულო განათებაზე.

ზუგდიდის მერიამ საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად და მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 326 953 ლარი გამოყო.

ამავე თემაზე:

როგორი იქნება საახალწლო განათებები ზუგდიდში (ფოტო)




Print