ახალი ამბები
ზუგდიდისკენ მომავალი საქორწინო კორტეჟის მანქანა ავარიაში მოყვა
თერჯოლის გადასახვევთან, ავტობანზე დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებულია 4 ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, მანქანა საქორწინო კორტეჟში შედიოდა, რომელიც თბილისიდან ზუგდიდისკენ მიემართებოდა.

alt

წყარო: ტელეკომპანია პირველი
Print