პოლიტიკა
გეგა შენგელია ზუგდიდის ვიცე-მერი გახდა
TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი გეგა შენგელია ზუგდიდის ვიცე-მერად დაინიშნა. ინფორმაცია მან რადიო "ათინათს"  დაუდასტურა. შენგელიას თქმით, ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა.

"კონკრეტულ გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სასიკეთო ძვრები იგეგმება და მოხარული ვარ, რომ ამაში მივიღებ მონაწილეობას და ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს ზუგდიდელებს", - აღნიშნა შენგელიამ.

ჩვენს კითხვაზე, ვისგან მიიღო შეთავაზება და რა იქნება მისი კონკრეტული ნაბიჯები, ახლად დანიშნულმა ვიცე-მერმა გვითხრა, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

ის უფლებამოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

ამავე თემაზე:

ექსპერტი: მერის მოვალეობის შემსრულებელს ვიცე-მერის დანიშვნის უფლება აქვს
Print