ახალი ამბები
გეგა შენგელია: ჩემი დანიშვნის გადაწყვეტილება მაიზერ ნანავამ მიიღო (ვიდეო)
ზუგდიდის ახალი ვიცე-მერის გეგა შენგელიას თქმით, მას კონსულტაციები ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან ჰქონდა და მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ნანავამ მიიღო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მერიის თანამშრომლებთან მისი წარდგენის შემდეგ უთხრა. შენგელიამ განმარტა, რომ ის გუნდის ნაწილია და შემოთავაზებაზე დათანხმების ერთადერთი მოტივი საკუთარი გამოცდილების ზუგდიდისთვის გამოყენებაა.   



„ერთადერთი, რაც მამოძრავებს, არის ის, რომ გავაუმჯობესოთ ყოფა ნებისმიერ მიმართულებით. რაც შეეხება იმას, რა შეიცვლება ზუგდიდის რეალობაში, საქმის ვითარების გაცნობის შემდეგ ჩამოვყალიბდები. ჩვენი მთავარი სტრატეგია კი უკეთესი რეალობის შექმნაა. მე ამ თანამდებობაზე კონსულტაციები მქონდა ბატონ მაიზერთან და ჩემი დანიშვნის გადაწყვეტილებაც მან მიიღო. მინდა, რომ ამ პოზიციით გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობა თანაქალაქელების კეთილდღეობისთვის და ამიტომაც დავთანხმდი. ყველა საჭირო ცვლილებას განვახორციელებთ. მე, როგორც მოქალაქეს, მქონდა განცდა, რომ რაღაცების უკეთესად გაკეთება იყო შესაძლებელი და მაქსიმალურად ვეცდები, ეს ამ დიდ გუნდთან ერთად გავაკეთო“, - თქვა შენგელიამ.

რაც შეეხება შენგელიას მერის მოვალეობის შემსრულებლად შესაძლო დანიშვნას, ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშრიებით კონსულტაციები არ გაუვლია.

TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის მმართველი ვიცე-მერი თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა.

ამავე თემაზე:

გეგა შენგელია ზუგდიდის ვიცე-მერი გახდა
Print