რეგიონი
„არა ნაცებს“ - 7 ნოემბრისადმი მიძღვნილი აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
თბილისში 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები ზუგდიდში გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს, რომლებიც ქალაქის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ, ხელში შემდეგი შინაარსის პლაკატები ეჭირათ: "გვახსოვს შვიდი ნოემბერი", არა ნაცებს", არა ძალადობას" და სხვ.



შეკრებილებს შორის იყვნენ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, საკრებულოს წევრები, ბიზნესმენები, ახალგაზრდები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები.

alt

მერაბ ქვარაიას თქმით, 7 ნოემბერი იყო იმდროინდელი ხელისუფლების მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა და მათი მმართველობის დასასრულის დასაწყისი. 

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც ეძღვნება შვიდ ნოემბერს - ძალიან მძიმე დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში . ეს იყო დღე, როდესაც ხელისუფლებამ იძალადა საკუთარი ხალხზე, ეს იყო დრო როდესაც საბოლოოდ გაიყარა ხელისუფლების და ხალხის გზები, რომელიც დამთავრდა ხელისუფლების გაშვებით 2012 წელს. ეს დღე ახსოვს ხალხს და ემახსოვრება დიდხანს. ის ხელისუფლება , რომელმაც გაბედა და იძალადა საკუთარ ხალხზე ხელისუფლებაში ვერ მობრუნდება", - აღნიშნა ქვარაიამ.


alt

მსგავსი აქცია დღეს ქვეყნის სხვა ქალქებში იმართება.

საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ. აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.
Print