ახალი ამბები
გუბერნატორი: გახარიასთან ერთად ფერმერებთან და მეწარმეებთან თხილის გადარჩენის გეგმაზე ვისაუბრეთ
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა და თხილის გადარჩენის გეგმაზე ესაუბრა. მოწერელიას თქმით, მან გამოსცა განკარგულება, რომელიც ამ დარგში ცოდნის გაღრმავებას და ამ გზით მოსავლის ზარალის შემცირებას ითვალისწინებს. მოწერელიას შეფასებით, თხილთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა უმძიმესია.

"მთავარი ამოცანაა ის, რომ ახლა მომავალი წლისთვის მაქსიმალურად შევამციროთ ზარალი. ახლა ძირითადი პრობლემაა ფაროსანა და ასევე ის, რომ თხილის ბაღები მოუვლელია.ხელისუფლება და ბიზნესი ვერთიანდებით, რომ ფერმერებთან მივიტანოთ ცოდნა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მოსავალი. მე გამოვეცი განკარგულება თხილის მოსავლის 2019 წლის ზარალის შემცირებაზე, რაც გულისხმობს, ცოდნის გაღრმავებას, მათ შორის, როგორ შეიწამლოს ბაღები და ასე შემდეგ. ამაში ჩაერთვებიან სოფლის წარმომადგენლებით და მომავალი წლისთვის 10 ათასამდე ფერმერის ჩართვას ვგეგმავთ",-აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა. რაც შეეხება შს მინისტრის ზუგდიდში ვიზიტს, მოწერელია განმარტავს, რომ ის ვიცე პრემიერია და შესაბამისად, ამ საკითხებით დაინტერესებულია. ამასთან, მოწერელია თქმით, გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს მან ამ დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

რაც შეეხება სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის შეხვედრას გიორგი გახარიასთან, მოწერელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიცე პრემიერი მათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრება, თუმცა ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ უსაფრთხო ჩატარებასთან კონტექსტში იყო.

ერთ-ერთი, ვისაც დღეს გიორგი გახარია შეხვდა, ხობის მაჟორიტარი ირაკლი ბერაიაა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედა "დახურული იყო" და იმ საკითხებზე, რაც განიხილეს, ჟურნალისტებთან კომენტარს ვერ გააკეთებდა. კითხვაზე კი, უკავშირდება თუ არა დღევანდელი შეხვედრა არჩევნებს, ბერაიამ გვიპასუხა, რომ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.


ამავე თემაზე:

გიორგი გახარია და ალექსანდრე მოწერელია მეთხილეებს შეხვდნენ
Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
22 / აპრილი 2019
მირიანე მარკელიას მხარდასაჭერი აქცია, რომელიც ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან მიმდინარეობდა დაიშალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ახლობლებმა მას შემდეგ მიიღეს,
22 / აპრილი 2019
კახა ბერიკაშვილი, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა ამბობს, რომ პანკისელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და არ სურს, რომ ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვოს.
22 / აპრილი 2019
მირიანე მარკელიას ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას
საზოგადოება
ტერაბანკმა სპეციალურად ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხის ახალი პროდუქტი შექმნა. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და მის მისაღებად მსურველებს დამატებითი უზრუნველყოფა არ სჭირდებათ.
ზუგდიდელმა ქალმა, რომელსაც მეუღლე, დაახლოებით, 2 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაეღუპა, მისგან შვილი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გააჩინა.
სოფელ ანაკლიაში, შელიების სახლში რელიქვიად ინახება ზვიად გამსახურდიას წერილი, რომელიც მან ზუგდიდში, "სამეგრელოს აღორძინების ფონდს" გამოუგზავნა.
გამოკითხვა
მიდიხართ თუ არა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.