ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდება გუბერნატორის მიმართ და საარჩევნო შტაბის პასუხი (ვიდეო)
"გაერთიანებული ოპოზიციის" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელსა და გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას მეწარმეებზე, ფერმერებსა და თხილის ქარხნების თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ენმ-ის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ მოწერელია მეთხილეებს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს, რაც გუშინ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. 

„გუშინ მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე ბატონმა მოწერელიამ გასცა ბრძანება თხილის ქარხნის მეპატრონეებზე, აღრიცხონ თანამშრომლები და მოახდინონ ზეწოლა, რომ ხმა მისცენ ზურაბიშვილს, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების მეორე დღეს მათთან შევა ფინანსური პოლიცია. ხოლო ვისზეც ეჭვი აქვთ, რომ ხმას აძლევს ვაშაძეს, ჩამოართვან პირადობები. მინდა მივამრთო მოწერელიას, რომ შეეშვას უკანონო ბრძანებების გაცემას“, - აღნიშნა წითლიძემ.

წითლიძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მათ შტაბში მოსულმა მეწარმეებმა და თხილი ქარხნების თანამშრომლებმა უთხრეს. ოპოზიცია მათ მოუწოდებს, რომ პირადობის მოწმობები არავის გადასცენ, რადგან მათზე იძულება სისხლის სამართლის დანაშაულია.  გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძვანელი ზეწოლის შესაძლო ფაქტების საერთაშორისო ორგანიზაციებსაც დააუწყებს.



თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას და ამბობენ, რომ მეწარმეებს გუშინ ალექსანდრე მოწერელია და გიორგი გახარია თხილთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზაზე ესაუბრნენ.

alt

„გიორგი გახარია ესწრებოდა შეხვედრას ვიცე-პრემიერის დარგში და აქ საუბარი იყო მოხლოდ თხილთან დაკავშირებულ ვითარებაზე და ამ პრობლემის მოგვარებაზე. თქვენ შეგიძლიათ კითხონ შეხვედრის მონაწილეებს და ვერ იპოვით ვერავის, ვინც ამ ბრალდებას და ფაქტს, რომ მათ მიმართ არის დაშინება და ზეწოლა, დაგიდასტურებთ“, - თქვა შტაბის შეხვედრების ორგანიზატორმა მერი შენგელაიამ.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გუშინ მოწერელია და გახარია მეწარმეებსა და ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ მედია დაუწყებული არ ყოფილა. შენობიდან გამოსულმა მეწარმეებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ საუბარი დარგში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. იგივე თქვა დღის ბოლოს ჟურნალისტებთან მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამააც.

ამავე თემაზე:

გუბერნატორი: გახარიასთან ერთად ფერმერებთან და მეწარმეებთან თხილის გადარჩენის გეგმაზე ვისაუბრეთ

Print