ახალი ამბები
მეუფე გესარიმემ ანაკლიის პორტის მშენებლობა დალოცა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ რამდენიმე მღვდელთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის მამა დიმიტრი ვეკუას ინფორმაციით, მეუფემ ტერიტორიის დათვალიერების სურვილი თავად გამოთქვა. მისივე თქმით, მეუფემ დალოცა მშენებლობა.

alt

„ადმინისტრაციასაც უნდოდა და მეუფესაც, რომ მას მოენახულებინა პორტის ტერიტორია. ოფიციალური კურთხევის ცერემონია არ გამართულა, თუმცა მეუფემ იქაურობა დალოცა. მან პორტის ადმინისტრაციას საჩქურად ხატიც გადასცა“, - თქვა მამა დიმიტრი ვეკუამ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ამ დროისთვის საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.
Print