ახალი ამბები
„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“ - ილიას მოგზაურობა სამეგრელოში
საქართველო სამეგრელოში ილიას 1885 წლის გაზაფხულზე უნახავს და დაუტოვებია ფრაზა, რომელსაც სამეგრელოს ყველა იმ სოფელში შემოგაგებებენ, სადაც კი ამ მოგზაურობისას ფეხი დაუდგამს.  ზუსტად სად თქვა ილია ჭავჭავაძემ, სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახეო, დანამდვილებით არავინ იცის. ილიას სამეგრელოში ყოფნაზე ცნობები მწირია, არც ფოტო შემორჩენილა სადმე, თუმცა რამდენიმე ადგილი და ნივთი ჯერ კიდევ ინახავს ამ
მოგზაურობის ისტორიას.


ცაიშში, მეუნარგიების კარ-მიდამოს შუაგულში საუკუნოვანი მაგნოლია დგას. სწორედ მის ჩრდილქვეშ დაუსვენია იონა მეუნარგიას ოჯახში მისულ ილია ჭავჭავაძეს და თანამოაზრესთან და მეგობართან ერთად საქვეყნო საქმეებზეც უსაუბრია. იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის ეზოში შესულ ნებისმიერ სტუმარს  პირველად სწორედ ამ ხისა და ილიას ამბავს უყვებიან.

იონა მეუნარგიას სამუშაო ოთახში, სადაც ბერტა და არტურ ზუტნერებთან ერთად „ვეფხისტყაოსანი“ ფრანგულად ითარგმნებოდა, კიდევ ერთი ნივთია, რომელსაც მუზეუმის თანამშრომლები  განსაკუთრებულად გაცნობენ - ხის სარწეველა სავარძელი, რომელიც გადმოცემით, ილიას ძალიან მოსწონებია.
alt
მეუნარგიებთან სუფრაც გაშლილა. „აი, აქ იშლებოდა ხოლმე სუფრა ამ ეზოში, მაშინაც, ილიას პატივსაცემადაც აქ მოუწყვიათ მაგიდა“, - ეზოში შემაღლებულ ადგილს გვიჩვენებს მუზეუმის სპეციალისტი ნათია მგალობლიშვილი.

„1884-ს იყო თუ 85-ს, როცა ილია წამოვიდა სამეგრელოს, მთავრის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად, ილია ისე გამხიარულდა, რომ ბანძას მექი ფაღავასას და ჩემთან ცაიშში სულ «ფარინა, ფარინა» იმღერა და ფერხულით გული შეიჯერა“, - ჩაუწერია იონა მეუნარგიას უბის წიგნაკში.

იონა მეუნარგიას ჩანაწერებში, თვითონ ილიას პირად არქივში, სხვა არქივებსა და დოკუმენტებში ეძება უცნობი ფაქტები და ცნობები მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ და ილიას სამეგრელოში მოგზაურობაზე ყველაფერს თავი მხატვრულ დოკუმენტურ წიგნში მოუყარა - „ილია სამეგრელოში“. ამ მოგზაურობის ისტორიის მოყოლა კი სწორედ ილიას სამეგრელოზე ნათქვამმა ფრაზამ გადააწყვეტინა.

alt
სამეგრელოში ილიას ჩამოსვლის მიზეზი წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ნიკო დადიანის მიერ ნაჩუქარი უნიკალური ბიბლიოთეკის მიღება ყოფილა. თუმცა წიგნის ავტორის აზრით, ამ მიზეზის უკან, სხვა მიზანიც იდგა, ისევე, როგორც ილიას ფრაზა არ ყოფილა მხოლოდ მეგრელთა მასპინძლობის საქებრად ნათქვამი, -  „ჩემს ბავშვობაში ხშირად მინახავს და ბევრ ადგილას წამიკითხავს ილია ჭავჭავაძის ცნობილი ციტატა „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“ ძალიან ბევრ ადამიანს შეხვდებოდა ეს წარწერა. სულ მინდოდა გამეგო, რა გარემოებაში და როდის თქვა ეს სიტყვები ილიამ. რუსეთის იმპერიამ მას შემდეგ, რაც დაიპყრო საქართველო და ქვეყანა ცალკეულ გუბერნიებად დაყო, ცდილობდა სამეგრელო, აფხაზეთი და  სვანეთი სამუდამოდ ჩამოშორებოდა საქართველოს, თითქოს ეს კუთხეები ამ ქვეყნის ნაწილი არც ყოფილა. მიდიოდა საქართველოს გარუსების პოლიტიკა. ილია ჭავჭავაძის სამეგრელოში ჩამოსვლის უმთავრესი მიზეზი და მიზანიც იყო სწორედ ის, რომ ეჩვენებინა, საქართველოს ნაწილი იყო სამეგრელო და თავისი ავტორიტეტული სიტყვით დაემტკიცებინა ეს ერთხელ და სამუდამოდ. ეს მოგზაურობა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ერთი საჯარო გამოსვლით, სამეგრელო წაართვა რუსეთს და დარჩა იმის მაგალითად, როგორ შეიძლება იბრძოლოს რუსეთმა და როგორ შეიძლება  ის დამარცხდეს. თუ ჩვენ ვიქნებით ამ ფრაზის ერთგულები, რუსეთს არაფერი გამოუვა“, - ამბობს ზვიად კავარცხელია.

„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა... მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც“ - ასეთია ილიას სამეგრელოში წარმოთქმული  დღემდე შემონახული ერთადერთი ვერსია.

Print Email
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვენესუელაში 10 იანვარს დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი
17:55 / 10.01.2019
ვენესუელაში 10 იანვარს დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი
ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. შენობასთან გარდაცვლილი
14:33 / 22.12.2018
ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. შენობასთან გარდაცვლილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება
15:51 / 16.12.2018
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება
ზუგდიდის #20-ე უბანზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო და გაურკვეველი სტატუსის ადამიანების მოძრაობა შეინიშნებოდა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
23:13 / 28.11.2018
ზუგდიდის #20-ე უბანზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო და გაურკვეველი სტატუსის ადამიანების მოძრაობა შეინიშნებოდა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მეოცე საარჩევნო უბანზე მათი წარმომადგენელი გააძევეს. წითლიძის თქმით, მათი დამკვირვებელი უბანზე ამოწმებდა
09:29 / 28.11.2018
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მეოცე საარჩევნო უბანზე მათი წარმომადგენელი გააძევეს. წითლიძის თქმით, მათი დამკვირვებელი უბანზე ამოწმებდა
23:51 / 25.11.2018
"მე მსურს, რომ საქართველო გადავაქციო წარმატებულ საზღვაო სახელმწიფოდ",- ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით
სასტუმრო აფხაზეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება , რომლესაც 2007 წელს მოეწერა ხელი, არ შეიცავს მხარეთა პასუხისმგებლობის პუნქტებს, რის გამოც,
14:38 / 23.11.2018
სასტუმრო აფხაზეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება , რომლესაც 2007 წელს მოეწერა ხელი, არ შეიცავს მხარეთა პასუხისმგებლობის პუნქტებს, რის გამოც,
აფხაზეთში პირველი თოვლი მოვიდა. სამთო კურორტ აუათხარაში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. ადგილობრივი პანსიონატის მმართველის
12:23 / 16.11.2018
აფხაზეთში პირველი თოვლი მოვიდა. სამთო კურორტ აუათხარაში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. ადგილობრივი პანსიონატის მმართველის
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. თარიღი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის
20:48 / 14.11.2018
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. თარიღი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს, რომელშიც საქართველოს მოუწოდებს
12:00 / 14.11.2018
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს, რომელშიც საქართველოს მოუწოდებს
მოქალაქეების აზრი
გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - გამოკითხვა ზუგდიდში (ვიდეო)
24 / დეკემბერი 2018
წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა - ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდის ქუჩებში მოქალაქეებს მიმართა. მათი უმეტესობა
როგორ აფასებენ ზუგდიდელები მეორე ტურის წინ მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებს? (ვიდეო)
07 / ნოემბერი 2018
მთავრობამ ახალ პროგრამებზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად
დღის სიახლეები
22 / იანვარი 2019
{{ARTICLEIMAGE}}როგორია კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივა და საექსპორტო პოტენციალი, რა უნდა
22 / იანვარი 2019
პაატა ადამია: ფაცაციას საქციელი ღიმილის მომგვრელია, თაზო ფაცაცია: ენმ-ისთვის ცოცხების ჩუქების იდეა მოქალაქეებმა მომაწოდეს. ეს და სხვა ამბები მოისმინეთ მთავარ გამოშვებაში.{{AUDIO}}
22 / იანვარი 2019
Подозреваемые в убийстве россиянина в Абхазии задержаны, Кетеван Цихелашвили призывает де факто власти своевременно открыть административные границы, в селе Хибула откроется мемориальный музей первого президента Грузии, об этих и других новостях вы услышите в нашем выпуске.{{AUDIO}}
არქივი
შენი გვარის ისტორია
ვეფხისტყაოსანი მეგრულად
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.