ახალი ამბები
ფიფია: მოძრაობა „მართალი არჩევანი“ დროებითი მოვლენაა ნაცისტური რეჟიმის დასამარცხებლად (ვიდეო)
ზუგდიდში, შპს „ენგურის“ შენობაში ყოფილმა პარლამენტარმა და ახლად დაფუძნებული მოძრაობის „მართალი არჩევანი“ ხელმძღვანელმა გოჩა ფიფიამ შეხვედრა გამართა. მან შეკრებილებს მოძრაობის ფუნქცია და ამოცანები გააცნო. ფიფიას თქმით, მათი მთავარი მიზანია საზოგადოებას განვუმარტოთ, რას ნიშნავს „ნაცისტური აზროვნება“. შეხვედრას მისი თანამოაზრეები და მოქალაქეები დაესწრნენ.



alt

„ეს მოძრაობა არის პოზიცია, რადგან დღეს სინდისიერ გადაწყვეტილებებზეა საუბარი. ჩვენ საზოგადოებას მხოლოდ სწორად კი არ განვუმარტოთ, შევეცადოთ, ავუხსნათ, რას ნიშნავს სინდისისმიერი აზროვნება, ნაცისტური აზროვნება და რას ნიშნავს არანაცისტური აზროვნება. სიტყვები ვერ გამოხატავს იმას, თუ როგორი წინააღმდეგი ვარ ნაცისტური აზროვნების. მე დავუჭერ ყველას მხარს, ვინც იქნება ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა ძალა და აზრი, რომელიც იქნება ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ, გამართლებულია. რაც შეეხება ამ მოძრაობას, ეს არის დროებითი მოვლენა იმ აზროვნების დასამარცხებლად, რომელსაც ნაცისტური რეჟიმი ქვია“, - უთხრა ჟურნალისტებს ფიფიამ.

alt

ფიფია სხვადასხვა ღონისძიებებისა და შეხვედრების ჩატარებას მომდევნო დღეებშიც 
გეგმავს.

ამავე თემაზე:

გოჩა ფიფია: 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებები მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო (ვიდეო)
Print